გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ებოლას წინააღმდეგ ბრძოლისთვის 49,9 მილიონი დოლარი გამოყო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მისიას 49,9 მილიონო დოლარი გამოუყო.
ბიუჯეტის დეტალური გეგმას, დამუშავების შემდეგ, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ნოემბრის შუა რიცხვებში წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მისიის შექმნის გეგმებზე პან გი მუნმა 18 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისიის წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ გვინეაში, ლიბერიაში და სიერა-ლეონეში. მისიის ამოცანებში დაზარალებულ ქვეყნებში საერთაშორისო ძალისხმევის კოორდიანცია და მხარდაჭერა შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები