ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

FILE - Demonstrators wave flags and signs during a protest demanding a cease-fire deal and the immediate release of hostages held in the Gaza Strip by Hamas in Tel Aviv, Israel, on Jan. 11, 2025. (AP Photo/Ariel Schalit, File)

ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია აშშ-ის და არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმიც.

მისივე თქმით, შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევა.

„კატარი, ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულები ვართ, განვაცხადოთ ღაზაში მეომარ მხარეებს შორის პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ერთობლივი შუამავლობის ძალისხმევის წარმატებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დოჰაში პრემიერ-მინისტრმა.

მიღწეული შეთანხმების შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ღაზის სექტორში მოქალაქეები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ზეიმობენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, არ წარმოედგინათ, თუ ეს მომენტი ოდესმე დადგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები