რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც გუშინ საქალაქო სასამართლო განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლოში გამოკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიოდნენ.

დაცვის მხარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები