“ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია – ესაა გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება” – ლადო ბოჟაძე
“ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება. მაშინ პრემიერ-მინისტრთან ერთად შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი დელეგაცია ჩამოვიდოდა, რომელიც უფრო კარგად გაეცნობოდა ადგილზე სიტუაციას და, რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ შეფასდებოდა, როგორ ასრულებს საქართველო ევროპის საბჭოს ვალდებულებებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლადო ბოჟაძე აცხადებს.
ეს იქნება ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც არსებობს 26 ოქტომბერთან დაკავშირებით, 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მომხსენებლებს ექნებათ საშუალება, კიდევ ერთხელ გადაამოწმონ ადგილზე არსებული ინფორმაცია,” – აცხადებს ბოჟაძე.
ევროსაბჭომ, პრევენციის მიზნით, პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ჩაწერეს, რომ ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.