დათა ახალაიას ექსტრადირებაზე საბერძნეთის სასამართლო გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს მიიღებს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე საბერძნეთის სასამართლო გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს მიიღებს.
დამატებითი ინფორმაციის შესწავლის მიზნით დღეს ჩანიშნული პროცესი გადაიდო.
კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.
საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები