ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე 16 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

სახელმწიფო დაფინანსებით გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე 16 სოფელში: ახალუბანში, ფცაში, ქვემო შაქშაქეთში, ვაკეში, ახალშენში, გორაკაში, ხვითში, თვაურებში, ყარაფალაში, სარიბარში, ზადიაანთაკში, ჩორჩანაში, წაღვლში, ყობში, საკორინთლოსა და პანტიანში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქსელის მართვის უფლებას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოიპოვებს, გაზგამანწილებელ ქსელზე უფასოდ მიერთების საშუალება 1597 კომლს მიეცემა. საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი გამოიყო.გაზიფიცირების სამუშაოები გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში ჩატარდება,სულ 13 375 კომლი გაზიფიცირდება. სოფლების მოსახლეობას სახლებამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორკომპანიებთან ერთად წლის ბოლომდე დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები