საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაცია

ხვალ, 17.00 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქველმოქმედო ფონდ „დაცული საზოგადოების” პრეზენტაცია შედგება. საქველმოქმედო ფონდი საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, ვენის სახელმწიფო ოპერის ( Wiener Staatsoper) ებერჰარდტ ვეხტერის საპატიო ჯილდოს მფლობელი, სოპრანო თამარ ივერის თაოსნობით ჩამოყალიბდა. ფონდი „დაცული საზოგადოება” მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ძალადობის მსხვერპლთა, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის რეაბილიტაციასა და უფლებების დაცვას, განურჩევლად მათი სქესის, წარმომავლობის, ორიენტაციის, რასისა და ასაკისა. ფონდის „დაცული საზოგადოება” ერთ-ერთი პრიორიტეტი სამოქალაქო განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაზე ზრუნვაა. ფონდი უახლოეს მომავალში მოღვაწეობას საქველმოქმედი კონცერტით დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები