სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ

დღეს, ვაშინგტონში, სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერენ,- ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მოაწერენ.

ხელმოწერის ცერემონია სომხეთის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები