ბელგიაში ახალი საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვაა
ბელგიაში ახალი საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვაა, პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.
გაფიცვის გამო, ბრიუსელის აეროპორტში რეისების ნახევარი გაუქმდა. ეროვნულ გაფიცვას შეუერთდა ათიათასობით მასწავლებელიც, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით დახურულია სკოლები.
შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან, საპენსიო ასაკი 65-იდან 66 წლამდე გაიზარდა, 2030 წლისთვის კი 67 წლამდე გაიზრდება.