ირაკლი დგებუაძე: ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული
დღეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 8 პირია დაკავებული, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ “ტვ პირველის” ჟურნალისტს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.
„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული – 166-ე და 173-ე მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. სულ დაკავებულია რვა ადამიანი“, – განაცხადა დგებუაძემ.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.