თსუ ჟურნალისტიკის 24 სტუდენტს დააჯილდოვებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 სტუდენტს საკუთარი მოქალაქეობრივი და პროფესიული პოზიციის დაფიქსირების გამო სიგელი გადაეცემა. აღნიშნული სტუდენტები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟუნალისტიკის მიმართულებაზე სწავლობენ. უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტების დაჯილდოების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ფარგლებში სარეკლამო რგოლის მომზადებისთვის სპეციალური მადლობის სიგელი გადასცა. როგორც „კვირასთან“ საუბრისას პროფესორმა თამარ ბელქანიამ აღნიშნა, ბევრ საკითხზე ჟურნალისტს საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების უფლება არ აქვს, თუმცა შს სამინისტროს კონკურსში მონაწილეობით, როგორც მოქალაქეებმა, საკუთარი პოზიცია პროფესიული ენით დააფიქსირეს თემაზე – დამოკიდებულება ნარკოტიკზე. „ეს არის შესაძლებლობა და სტიმული, რომ ადამიანებს შეუძლიათ პროფესიული განათლებით სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირონ. ჟურნალისტს არ აქვს უფლება, თავისი პოზიცია ყველაფერზე საჯაროდ დააფიქსიროს, მაგრამ როგორც სამოქალაქო პერსონას, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის უფლება აქვს. მნიშვნელოვანია, როდესაც სტუდენტები მედიას სწავლობენ მედიასთან ურთიერთობით. ტელემედიას ისინი წიგნებით კი არ სწავლობენ, არამედ – პულსით რეალურ სივრცეში“ , – აღნიშნა ბელქანიამ.974396_954701011224582_1288578991_n
სტუდენტი ია ჩუბინიძე კი განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტეს ანტინარკოტიკულ კამპანიაში მონაწილეობა. როგორც ჩუბინიძემ აღნიშნა, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა თავი მოვალედ ჩათვალეს, მონაწილეობა მიეღოთ სოციალურ პროექტში, რადგან მიაჩნიათ, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც ჟურნალისტებსაც მკვეთრად გამოხატული ღია პოზიცია უნდა ჰქონდეთ.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროექტში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ, იყო ის, რომ გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომლითაც ნარკოტიკის მომხმარებელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავაფიქრებდით იმ სავალალო შედეგებზე, იმ მანკიერ მხარეებზე, რომლის წინაშეც ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ აღმოჩნდებიან ხოლმე ეს ადამიანები. ვიდეორგოლში ნათქვამი თითოეული სიტყვა სწორედ ამის მიმანიშნებელია. გარდა ამისა, ვინაიდან ჩვენ ვართ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, თავი მოვალედ ჩავთვალეთ, მონაწილეობა მიგვეღო მსგავსი ტიპის სოციალურ პროექტში, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც ჟურნალისტებსაც უნდა ჰქონდეთ მკვეთრად გამოხატული ღია პოზიცია. ეს სწორედ ასეთი თემა იყო“, – განაცხადა სტუდენტმა ია ჩუბინიძემ.
დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 12 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. სტუდენტებს მადლობის სიგელებს რექტორი ვლადიმერ პაპავა თავად გადასცემს. ღონისძიებას დაესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება სტუდენტების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომლის გამოც შს მინისტრისგან მადლობის სიგელი დაიმსახურეს. ასევე გამოიფინება კლიპის მომზადების ამსახველი ფოტოები. შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული 24 სტუდენტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობისთვის მიმდინარე წლის მაისში დააჯილდოვა. ივანე ჯავახიშვილოის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს მომზადებული სარეკლამო რგოლისთვის სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცათ. სტუდენტებმა ვიდეორგოლი საკუთარი სურვილით მოამზადეს ტელემედიის საგნის ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელიც პროფესორი თამარ ბელქანიაა.

10670159_954755867885763_2278622537704754512_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები