“თურმე, საქართველოსთვის, არ შეიძლება ჩინური ინვესტიციებით სარგებლობა, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. დასრულდა ის დრო, როდესაც საქართველო სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, წლიდან წლამდე ევროკავშირის სახელმწიფოები ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვას ზრდიან.
„ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, არსებობს ორმაგი და სამმაგი სტანდარტები. საფრანგეთს, გერმანიას, იგივე აშშ-ს გააჩნიათ ძალიან დიდი სურვილი, რომ მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ჩინეთთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა იქონიონ. წლიდან წლამდე ევროკავშირის სახელმწიფოები ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვას ზრდიან. იგივე აქვს პრეზიდენტ ტრამპს დაგეგმილი, როგორც ეს მან თავად განაცხადა. თურმე, საქართველოსთვის, არ შეიძლება ჩინური ინვესტიციებით სარგებლობა, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. დასრულდა ის დრო, როდესაც საქართველო სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა. საქართველო მოქმედებს საკუთარი ინტერესებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.