ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: როგორც მოშივებულ ძაღლს გადაუგდებ ძვალს, ზუსტად ასე სიამოვნებით დააცხრნენ სანქციების თემას და ხრავენ პოლიტიკურად, ესაა კარგი ინდიკატორი იმისა, რომ მხოლოდ გარე მხარდაჭერის იმედად არიან
,,როგორც მოშივებულ ძაღლს გადაუგდებ ძვალს და სიამოვნებით დააცხრება, აი ზუსტად ასე სიამოვნებით დააცხრნენ სანქციების თემას და ხრავენ პოლიტიკურად, ბედნიერი სახეებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამგვარი რეაქცია ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე, კარგი ინდიკატორია იმისა, რომ ოპოზიცია მხოლოდ გარე მხარდაჭერის იმედზეა.
„გუშინ და დღეს ვუსმენდი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებს. როგორც მოშივებულ ძაღლს გადაუგდებ ძვალს და სიამოვნებით დააცხრება, აი ზუსტად ასე სიამოვნებით დააცხრნენ სანქციების თემას და ხრავენ პოლიტიკურად, ბედნიერი სახეებით.
ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, რომ მხოლოდ გარე მხარდაჭერის იმედად არიან. აგენტურა კი რისი აგენტურაა, თუ გარე მხარდამჭერს სანაცვლოდ რამე არ მისცა. რის მიცემას აპირებენ, იმედია ხვდებით“, – წერს ანჯაფარიძე.