„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო რუსული ინტერესების მსახურობის ქვეშ, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასაც”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი ოპონენტების კრიტიკას, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთის საქმეს აკეთებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ უგულებელყოფდა საქართველოს ინტერესებს და იცავდა რუსეთის ინტერესებს.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველა სასამართლო მოუგო რუსეთს საერთაშორისო დონეზე იქნება ეს სტრასბურგში თუ ჰააგაში და ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერავინ ვერ დადებს ამასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც უამრავი, უმძიმესი ფაქტი არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერით, როდესაც ისინი პირდაპირ უგულებელყოფდნენ საქართველოს ინტერესებს და იცავდნენ რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება ვფიქრობ ყველაფერს ობიექტურად აფასებს და ნამდვილად ასე არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო რუსული ინტერესების მსახურობის ქვეშ, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასაც. არცერთი სასამართლო არ იყო, როდესაც მათ რუსეთის მიმართ მოუგიათ. პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იქაც, რომ ეს საქმეები საქართველოს მარცხით დასრულებულიყო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.