გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ემანუელ მაკრონს შეხვდა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. კირ სტარმერმა საფრანგეთის ლიდერს თავის ქალაქგარეთა რეზიდენციაში უმასპინძლა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალური განცხადებით, მაკრონმა და სტარმერმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, არალეგალური მიგრაცია, ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა, ასევე ხელოვნური ინტელექტის საკითხი.
კირ სტარმერმა ემანუელ მაკრონს მიაწოდა ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოცხადებული ახალი სასანქციო რეჟიმის შესახებ იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანების ტრეფიკინგით და საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად გადაყვანით არიან დაკავებული.
რაც შეხება უკრაინას, კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ 2025 წელს უკრაინას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი პოზიციები.