ირაკლი ქადაგიშვილი: როცა არგუმენტი არ გაქვს, უილსონის პოლიტიკურ დემაგოგიას „აწვები“, რომ საქართველო არის პრორუსული, პროირანული და პროჩინური სახელმწიფო, ამ დემაგოგიით შორს ვერ წავლენ

“მთელი მსოფლიო იღებს ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალიდან სარგებელს, განსაკუთრებით აშშ, ევროკავშირის სახელმწიფოები, მაგრამ ერთ პატარა საქართველოს არ შეუძლია, რომ თავისი ეკონომიკის განვითარებისთვის ჩინური ინვესტიცია გამოიყენოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ როცა არგუმენტი არ გაქვს, უილსონის პოლიტიკურ დემაგოგიას „აწვები“, რომ საქართველო არის პრორუსული, პროირანული და პროჩინური სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, ამ დემაგოგიით ისინი შორს ვერ წავლენ და დემაგოგიის ჭაობში დარჩებიან“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები