ირაკლი კირცხალია: უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა პოლიტიკური პროცესი, რასაც ჩვენ აშშ-ში და ევროკავშირში ვხედავთ, პირდაპირ აისახება საქართველოს პოლიტიკაზეც
საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ყველა ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც აშშ-ში, თუ ევროკავშირში ხდება, საქართველოზეც აისახება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის იმის ანალიზი, თუ რეალურად რა ხდება მსოფლიოში, თუ რეალურად რა გამოწვევების წინაშე დგას თითოეული წამყვანი ქვეყანა და ამ ყველაფერთან ერთად ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. უნდა ვიცოდეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ვხედავთ ჩვენ აშშ-ში, ევროკავშირში ვხედავთ რა ხდება, გერმანიაში ვხედავთ რა ხდება, საფრანგეთში ვხედავთ რა ხდება, ეს ყველა პოლიტიკური პროცესი თავისთავად და პირდაპირ აისახება საქართველოს პოლიტიკაზეც, როგორც საგარეო პოლიტიკაზე, ასევე შიდა პოლიტიკაზე აი ამ უსამშობლოებზე დაყრდნობით. ამ ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება“, – აღნიშნა კირცხალიამ.