პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 43-ე დღეა გრძელდება.

მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები