არჩილ გორდულაძე – 3 ოპოზიციური პარტიის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მიმართვაზე: ეს არის ზუსტად ქვეყნის ინტერესების ღალატი, სამშობლოს გაყიდვა და სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლა
ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ იშლის აგენტობას და არ იშლის ჯაშუშობას, დავალებების შესრულებას და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებას, კიდევ ერთი დადასტურება არის ზუსტად ის წერილი, როდესაც სამმა პარტიამ მიმართა ახლა შესაბამის ორგანიზაციას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ეს არის ზუსტად ქვეყნის ინტერესების ღალატი, სამშობლოს გაყიდვა და სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლა“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, 3 ოპოზიციური პარტია მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, „ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება“. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.