არჩილ გორდულაძე: ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია კომისიას, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ, რომ ითანამშრომლონ ამ საგამოძიებო კომისიასთან

ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია კომისიას, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ, რომ ითანამშრომლონ ამ საგამოძიებო კომისიასთან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხს ბოლომდე მიიყვანენ.

„დამთავრდება იმ ფინალით, როგორც ეს არის დემოკრატიულ ქვეყნებში განსაზღვრული, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და სხვა არსებული კანონმდებლობა“, – აღნიშნა გორდულაძემ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები