გიორგი ვოლსკი – 3 ოპოზიციური პარტიის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მიმართვაზე: ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. შეთქმულების ორგანიზატორები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ჩვენს სტაბილურობას უპირისპირდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მათ ლიდერად შეიძლება წარმოვიდგინოთ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც ამავე დროს ფინანსდება და იმართება უცხოეთიდან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 3 ოპოზიციური პარტია მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, „ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება“. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები