თბილისში ოლეგ ბოკაჩოვის ჩამოსვლა იგეგმება!

თბილისში 24-27 ოქტომბერს უძველესი ვედური მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ოსტატის ჯიოტიშ-იოგას მასწავლებელის, ლექტორის და პუბლიცისტის ოლეგ ბოკაჩოვის (Dhanu R) ჩამოსვლა იგეგმება. ოლეგ ბოკაჩოვმა ინდოეთში მოგზაურობების დროს მიიღო ინიციაცია იოგას, ტანტრას და ჯიოტიშის პრაქტიკებში. მოახდინა მიღებული ცოდნისა და ტექნოლოგიების ადაპტაცია ჩვენი დროისა და კულტურის პირობებში გამოყენებისთვის, ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი სფეროებისთვის.

ასევე ის წარმოადგენს დიპლომირებულ სპეციალისტს ადამიანის ფიზიოლოგიის სფეროში და პრაქტიკოს ფსიქოლოგს მენეჯმენტის, ბიზნესის, ოჯახისა და ურთიერთობების სფეროში.

მუშაობდა ტვინის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლად, ასწავლიდა საერთაშორისო ვედურ უნივერსიტეტში, აქვს 20- წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ცნობიერებისა და ვედური მეცნიერებების სფეროებში. ატარებს სემინარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თბილისში 3 დღის განმავლობაში 3 მასტერკლასი ჩატარდება (თვითოეული 3 საათი). სემინარი 4 -დღიანი.

“პირველი დღე (პრეზენტაცია):

გაცნობითი სახის შეხვედრა ფართო აუდიტორიასთან (ზოგადი საუბარი ჯიოტიშის შესახებ, მასტერკლასების შესახებ, კითხვებზე პასუხები) – დასწრება თავისუფალია.

მეორე დღე:

მასტერკლასი – “დანიშნულება” ყოველი ჩვენგანი სვამს კითხვებს: – ვინ ვარ მე? – ვინ უნდა ვიყო? – რა უნდა ვაკეთო? – იქნებ ადამიანებს უნდა ვემსახურო? – იქნებ, ადამიანებს უნდა ვკითხო – რა ვაკეთო? საკუთარი დანიშნულების ცოდნა – ეს მარტივია. თუკი არ შეგვიძლია, რომ უშუალოდ ჩვენში ვიგრძნოთ იგი, არსებობს მრავალი დამხმარე მოვლენა, რომელთა როლიცაა – შეგვახსენონ ჩვენი დანიშნულების შესახებ და დაგვეხმარონ მის გაცნობიერებაში. მეთოდი ძალიან მარტივია, იმდენად მარტივი, რომ ძალიან ცოტა ახერხებს მის დანახვას, შეგრძნებას და გამოყენებას. დანიშნულების წყარო და მისი აღმოჩენის საშუალება ზედაპირზე დევს. უბრალოდ მიმართე მას…

შეხვედრისას ჩვენ შევძლებთ:

• აღმოვაჩინოთ “შემმეცნებელი” ჩვენს შიგნით, ის, ვინც აღიქვამს და გრძნობს გარესამყაროს. • მივიღოთ მამოძრავებელი ძალის გამოცდილება, ანუ “რა გვაიძულებს მოქმედებას?” • გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ გარესამყაროს ობიექტები ჩვენი დანიშნულების შინაგანი ძალის გამოსაღვიძებლად.

არსებობს სამი სახის დანიშნულება:

1. ბუნებრივი 2. სოციალური 3. უმაღლესი

მასტერკლასზე ჩვენ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: – ოჯახის გავლენა ჩვენი დანიშნულების არჩევაზე; – სქესის გავლენა ჩვენი დანიშნულების არჩევაზე; – ასაკობრივი რიტმების გავლენა ჩვენი დანიშნულების არჩევაზე; – საზოგადოებრივი ტენდენციის გავლენა ჩვენი დანიშნულების არჩევაზე; – ემოციური მდგომარეობის გავლენა ჩვენი დანიშნულების არჩევაზე; – უმაღლესი მდგომარეობის გავლენა ჩვენი დანიშნულების არჩევაზე;

მივიღებთ რა ცოდნას ჩვენზე მოქმედ ძალებზე და ჩვენი ცხოვრების თამაშის პირობებზე, შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ კითხვებს ჩვენი დანიშნულების შესახებ.

მესამე დღე:

მასტერკლასი – “სწრაფი განვითარება – ტრანსფორმაციის ხუთი დონე” განვითარება – ცვლილებაა. სწრაფი განვითარება – ტრანსფორმაციაა. რამდენად გახადოს განვითარების პროცესი ინტენსიური, ამას ადამიანი თვითონ წყვეტს, მაგრამ ცოდნა, თუ როგორ გააკეთოს ეს, მას თავიდანვე უნდა ჰქონდეს.

1. საკუთარი გარემოცვის ტრანსფორმაცია. 2. საკუთარი სხეულის ტრანსფორმაცია. 3. საკუთარი პიროვნების ტრანსფორმაცია. 4. საკუთარი გონების ტრანსფორმაცია. 5. საკუთარი მდგომარეობის ტრანსფორმაცია.

მეოთხე დღე:

მასტერკლასი – “წარმატების ძალა”

ნებისმიერმა შეხვედრამ უფრო უნდა გაგვაძლიეროს. ხოლო ცხოვრების წმინდა ძალებთან შეხვედრა უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს.

რა ძალები არიან ესენი და სად უნდა ვეძებოთ?

ისინი ჩვენს შიგნით იმყოფებიან და ჩვენი პიროვნებისა და სხეულის შექმნაში მონაწილეობენ. ძალები ცოცხალნი არიან, სურთ, რომ ვიცნობდეთ და ჩვენთან შეხვედრას ელოდებიან. მზად არიან გადმოგვცენ თავიანთი ცოდნა და გაგვიხსნან საკუთარი შესაძლებლობები. ისევე, როგორც საკუთარ სუნთქვაზე არ ვზრუნავთ, და მიუხედავად ამისა, წარმატებულად ვანხორციელებთ მას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხოვრების ძალები, რომ ეფექტურნი ვიყოთ ჩვენს მოქმედებებში და მიზნების რეალიზაციაში. თუმცა შეგვიძლია, რომ ამ ძალებს ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ადგილას შევხვდეთ, ჯობია, რომ ეს გავაკეთოთ წყნარ ბუნებრივ ან შესაფერის ადგილას, სადაც ყველაფერი ხელს უწყობს ძალთა ნატიფ სამყაროში ჩაძირვას. ძალებთან შეხვედრისას, შეგვიძლია შევიგრძნოთ ისინი და გამოვავლინოთ ჩვენს ემოციებში, აზროვნებასა და მოქმედებებში.

ჩვენ მივიღებთ ძალებთან ურთიერთობის გამოცდილებას და მათი გამოვლენის შესაძლებლობას საკუთარ ცხოვრებაში. ასეთი პრაქტიკა დაგვეხმარება იმაში, რომ დავუმეგობრდეთ ძლევამოსილ ძალებს და მოვიპოვოთ წარმატება.

წარმატების ძალასთან შეხვედრა მოგვცემს:

– სიცოცხლის გლობალური ძალის წყაროს გამოცდილებას. – ნამდვილ პირად მოტივაციას ბიზნესში, როგორც ბიზნესის მამოძრავებელი ძალას. – ძალის გავრცელების და დაგროვების პრინციპს. – ძალის გამოვლინების ბუნებრივ ინსტრუმენტებს და დონეებს. – დანიშნულებას, როგორც წარმატების გზას. – მთელი გარემოცვისგან მხარდაჭერის მიღების უნარს. – ბიზნესის პრინციპების შესაბამისობას სიცოცხლის ბუნებრივ ძალებთან. – ბიზნესის მართვის წაუგებელ მეთოდს.

შეხვედრის დროს ჩვენ შევალთ ძალაში და საშუალებას მივცემთ მას, რომ გამოვლინდეს ჩვენში შთაგონების, შემოქმედებითი აზროვნების, მოვლენათა არსის ღრმა წვდომის, წარმატებული მოქმედებებისა და გარემოსთან ურთიერთდამხმარე ურთიერთობების სახით. ცოდნის მისაღებად ჩვენ გამოვიყენებთ კვების, ძილის, სუნთქვის (პრანაიამა), მოძრაობის, მედიტაციებისა და სივრცესთან ურთიერთქმედების ტექნოლოგიებს“,-აღნიშნულია სემინარის პროგრამაში.

გარდა ამისა მსურველებს შეუძიათ ოლეგ ბოკაჩოვთან პირადი კონსულტაციები გაიარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები