“ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა” – ილია მეორე
“ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, ილია მეორემ აღსაყდრების 47 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისსა და ევროპაში. ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებას. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ”, – განაცხადა ილია მეორემ.