საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში საქართველოში მშენებლობა გაიაფდა

2024 წლის ნოემბერში საქართველოში მშენებლობა გაიაფდა.

შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, 2024 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტით შემცირდა.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.8-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.0-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 3.82 და 1.81 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.6 პროცენტით“, – წერია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები