ბრიტანეთის ელჩი: განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
ელჩის ვიდეომიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.
დიდი ბრიტანეთის სახელით, მინდა, გამოვხატო სამძიმარი ნათესავებსა და ახლობლების მიმართ. ამ შობას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას” – აცხადებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი.