დავით ვერავა – უმძიმესმა ტკივილმა მთელს საქართველოს სისხლი გაგვიყინა, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულ ტრაგედიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა გამოეხმაურა.

სახელმწიფო რწმუნებული გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„მძიმეა ის ტრაგედია რაც ოკუპირებულ საბერიოში დატრიალდა, ხუთი მცირეწლოვანის სიცოცხლე ხანძარს ემსხვერპლა. უმძიმესმა ტკივილმა მთელს საქართველოს სისხლი გაგვიყინა, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს“ – წერს დავით ვერავა.

მისი თქმით, ეს ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, საბერიოში კი ბავშვები ბებიასთან იმყოფებოდნენ. „მიმძიმს ამ ანგელოზებზე წარსულში საუბარი, ღმერთო ოჯახს გამძლეობა მიეცი!”- წერს დავით ვერავა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები