დავით კოდუა: უმძიმესია ტკივილი, რომელსაც ახლა მშობლები და ნათესავები ხუთი ანგელოზის დაღუპვით განიცდიან – ღმერთმა გამძლეობა მისცეს მშობლებს

„ქართული ოცნების” დეპუტატი დავით კოდუა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ოკუპირებულ აფხაზეთის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა საშინელებამ ყველა შეგვძრა. ეს არის ტრაგედია, რომლის დროსაც სიტყვებს ძალა ეკარგება. უმძიმესია ტკივილი, რომელსაც ახლა მშობლები და ნათესავები ხუთი ანგელოზის დაღუპვით განიცდიან. პირადად ვიცნობდი ამ ოჯახს და სიცოცხლით სავსე პატარებს. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მშობლებს“, – წერს სოციალურ ქსელში დავით კოდუა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები