“არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს” – სალომე ზურაბიშვილი

“არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს”, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას, რასაც 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები