სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე 8 მსჯავრდებული დასაქმდა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე კიდევ 8 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
სააგენტოს ინფორმაციით, პრობაციონერთა დასაქმებამდე, თბილისის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა რვავე მათგანის რისკები და საჭიროებები.
ყველა პირობით მსჯავრდებულთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პრობაციონერები სამშენებლო ობიექტზე სხვადასხვა სახის დამხმარე სამუშაოს ასრულებენ.
მათი დღიური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენს.