უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში, ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც მედია იტყობინება,

სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ჩერნიგოვის გარეუბანში მოხდა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ვრცელდება ცნობა ერთი დაღუპულისა და ხუთი დაშავებულის შესახებ.

„სარაკეტო თავდასხმა ჩერნიგოვზე. მტერმა სამმაგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა საცხოვრებელ კორპუსებზე ჩერნიგოვის გარეუბანში. რამდენიმე სახლი განსაკუთრებით დაზიანდა. უკვე ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ. არიან დაჭრილები“, – განაცხადა ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.

მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები