ჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ჩინეთის პროვინია იუნნანში დრეს მიწისძვრა მაგნიტუდით 6,6 მოხდა. სტიქიური უბევურების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 324 კი დაშავდა. უცხოური პრესის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაიონ პუერში 5 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია სახლები, თუმცა წყლის და ელექტოენერგიის მიწოდება შენარჩუნებულია. დაზარალებულ რაიონში საბნები, თბილი ტანსაცმელი და კარვებია გადაგზავნილი.