ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ილონ მასკს მოუწოდებს, მეტი დრო ამერიკის შიდა საქმეებს დაუთმოს

ბრიტანეთის მთავრობა ილონ მასკს მოუწოდებს, მეტი დრო დაუთმოს ამერიკის შიდა საქმეებს,- შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ენდრიუ გვინმა გააკეთა.

როგორც უცხოური მედია წერს, ბრიტანელი პოლიტიკოსების განსაკუთრებული გაღიზიანება ილონ მასკის ბოლო განცხადებებმა გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი იყო ბრიტანეთის მთავრობისადმი მოწოდება, რომ ციხიდან გაათავისუფლონ ულტრამემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი.

„ილონ მასკი ამერიკის მოქალაქეა და იქნებ უკეთესი იყოს, ყურადღება გაამახვილოს ატლანტიკის მეორე მხარეს არსებულ საკითხებზე“,- განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გააკრიტიკა. მასკი მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები