ნიკა რურუა პრეზიდენტთან ერთად მესამე ძალის შექმნას გამოგონილს უწოდებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი მისი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ივერიის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე, მისი განცხადებით, საქმიანობის ყველაზე სწორი ფორმა საზოგადოებრივი მუშაობაა.
ნიკა რურუამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მესამე პოლიტიკური ძალის შესაძლო შექმნა არ დაადასტურა. მისი თქმით, მას არანაირი შეხვედრა და საუბარი გიორგი მარგველაშვილთან არ ჰქონია.
„ივერია“ არის საზოგადოებრივი მოძრაობა. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე სწორი ფორმაა ჩვენი მუშაობისა. ჯერჯერობით გვირჩევნია, პარტიული პროგრამით არ შევიბოჭოთ. საერთოდ, პოლიტიკიდან არასდროს წავსულვარ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ პარტიად ჩამოვყალიბდეთ, ისევე როგორც, თქვენც შესაძლოა, გახდეთ პოლიტიკური პარტრიის წევრი. თუმცა ეს ჩვენს უახლოეს გეგმებში ნამდვილად არ შედის. რაც შეეხება პრეზიდენტს, მასთან ერთად მესამე ძალის შესაძლო შექმნა აბსოლუტურად გამოგონილი თემაა. მე მას ვიცნობ. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თუმცა ეს იყო „ვარდების რევოლუციამდე“. არც ერთი შეხვედრა მასთან გაპრეზიდენტების შემდეგ არ მქონია“,- განაცხადა ნიკა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ კულუარული ინფორმაციით, საუბარია პრეზიდენტის მონაწილეობით მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაზე, რომლის წევრადაც ნიკა რურუაც მოიაზრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები