პრეზიდენტმა 115 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 115 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 88 დღესვე, ღამის 12 საათამდე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. 115-დან 27-ს შეუმცირდა სასჯელი, აქედან ზოგს გაუნახევრდა, ზოგს 1/3-ით შეუმცირდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, შეწყალებულთა შორის 7 არასრულწლოვანია, აქედან 4 არასრულწლოვანი სრულად გათავისუფლდა, სამს სასჯელი შეუმცირდა. გათავისუფლებულებს შორის არის ერთი ქალი.
ქორიძის განმარტებით, სრულად გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ქურდობისთვის, ცივი იარაღის უკანონო ტარების მუხლით, სამსახურებრივი სიყალბით და ა.შ. როგორც ქორიძემ აღნიშნა, სასჯელი შეუმცირდა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ორ პირსაც. “ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ კომისიამ შესთავაზა პრეზიდენტს რეკომენდაციები და პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები