აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ფინანსურმა უწყებამ ჰაკერული თავდასხმა მნიშვნელოვან ინციდენტად შეაფასა. მასზე ფედერალური ბიურო სხვა სააგენტოებთან ერთად მუშაობს.
აშშ სახაზინო დეპარტამენტის ელექტრონული სისტემის გატეხაში ჩინეთს ადანაშაულებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინეთის მიერ დაფინანსებული ჰაკერი დეპარტამენტის სისტემაში შეიჭრა. მან წვდომა მოიპოვა თანამშრომელთა კომპიუტერებსა და გარკვეულ დოკუმენტებზე. თუმცა, მასალა სახელმწიფო საიდუმლოს არ შეიცავს.
ჩინეთმა კიბერთავდასხმაში მონაწილეობა უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.