გაერო: საცხოვრებელ კვარტალებში არსებულ სროლებზე პასუხისმგებელნი უკრაინელი სამხედროები არიან (ვიდეო)
საცხოვრებელ კვარტალებში სროლებზე პასუხისმგებელნი უკრაინის შეიარაღებული ძალები არიან. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის სამმართველოს მორიგ ანგარიშშია ნათქვამი. „ზოგიერთი შეტყობინება საცხოვრებელ კვარტალებში გაურჩეველი არტილერიული სროლების შესახებ უკრაინული შეიარაღებული ძალების პასუხისმგებლობაზეა“, – ნათქვამია დოკუმენტში, – წერს რუსული პრესა. მასალის ავტორის ინფორმაციით, ოფიციალურად ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. გავრცელებული ინფორმაციით, რიგით მე-6 ანგარიშში აღწერილია პერიოდი 2014 წლის 18 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე. ეს დოკუმენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პირველი ანგარიშია. „როგორც ჩანს, მშვიდობიანი მოსახლეობის შორის მსხვერპლი საცხოვრებელ კვარტალებში გაურჩეველი არტილერიული სროლის და მძიმე შეიარაღების გამოყენების შედეგია“, – აღნიშნავენ გაეროს ექსპერტები. თუმცა ისინი ამატებენ, რომ ასე კონფლიქტის ორივე მხარე იქცევა. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებობს შეტყობინებები მოხალისე ბატალიონების – „აიდარის“, „დნეპრ 1“-ის, „კიევ 1“-ის და „კიევ 2“-ის მხრიდან ადამიანების გატაცების, თვითნებური დაკავების, მკვლელობების და ფულის გამოძალვის ფაქტები. „მტავრობამსაკუტარი ქვედანაყოფები, მათ შორის მოხალისე ბატალიონები უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლოს და მათი წევრების მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის პასუხისმგებლობის გარანტია უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნავენ გაეროს ექსპერტები. გაეროს ანგარიშში ასევე მეამბოხეების კრიტიკა ჩანს. მათ რაიონების მოსახლეობის ტერორში, მკვლელობებში, ადამიანის გატაცებაში, წამებაში და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზულ დარღვევებში ადანაშაულებენ. ანგარიშის მონაცემებით, საერთო ჯამში სამთავრობო ძალების და მეამბოხეების მსხვერპლი უკრაინაში აპრილის შუა რიცხვებიდან 16 სექტემბრამდე მალაიზიური ბოინგის დაღუპული მგზავრების ჩათვლით 3517 ადამიანი გახდა. დჭარილია 8200 ადამიანი. თუმცა ეს ციფრები უკვე შეიცვალა. წინა კვირას გაერომ განაცხადა, რომ დაღუპულია 3627 ადამიანი, დაჭრილი კი 8446.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ZF9JrDBJdvE” width=”560″ height=”315″]