ჯონ ბასი თურქეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თურქეთში ელჩად დაინიშნა.
თურქეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასმა როს უილსონი შეცვალა. ჯონ ბასმა დიპლომატიური კარიერა 1988 წელს დაიწყო, 2009-2012 წლებში ის საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო, 2004-2005 წლებში – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის სპეციალური მრჩეველი ევროპასა და ევრაზიაში.