“ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის რატიფიცირებას მხარს უჭერს”

ევროპარლამენტი დეკემბრის დასაწყისში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის რატიფიცირებას მხარს უჭერს, აღნიშნული განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრმა ბრიუსელში ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანსსა და ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. პეტრიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები