ეგვიპტის სანაპიროსთან, ზვიგენის თავდასხმის შედეგად ტურისტი დაიღუპა

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე, ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

შემთხვევა ქალაქ მარსა ალამში მოხდა, რომელიც მყვინთავებისთვის ძალიან პოპულარული ტურისტული ადგილია. ზვიგენის თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ტურისტი დაშავდა.

ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზვიგენი ადამიანებს თავს ღრმა წყლებში, მონიშნული საცურაო ზონის მიღმა დაესხა.

მედიის ცნობით, ტურისტები იტალიის მოქალაქეები იყვნენ.

საცურაო ტერიტორია მარსა ალამში დაიხურება და ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

ზვიგენის დამოუკიდებელი კვლევის ინსტიტუტის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, წითელ ზღვაში ზვიგენების თავდასხმის შედეგად ოთხი დადასტურებული სიკვდილი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები