გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს რჩევას აძლევს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი თანამდებობის პირების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
ხუხაშვილი “ქართულ ოცნებას” ურჩევს, პრეზიდენტისგან ისწავლონ. „მე რჩევას მივცემდი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომლებიც კრიტიკაზე უკმაყოფილო სახეებით ხშირად აღშფოთებულები ლაპრაკობენ, ისწავლონ პრეზიდენტისგან“, – განაცხადა ექსპერტმა.
ხუხაშვილის თქმით, ვინაიდან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე შეკითხვა პრეზიდენტს შეერთებული შტატების ელჩმა დაუსვა, ეს ადასტურებს, რომ ამერიკა დაინტერესებულია ამ თემით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პარტნიორების მიერ გამოთქმული წუხილის გამო თავადაც ღელავს. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ დევნას კი პრეზიდენტი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევად აღიარებს. იგი მიმდინარე პროცესების მონიტორინგში უფრო აქტიურ მონაწილეობას გეგმავს და პოლიტიკოსებსაც მოუწოდებს, დისკუსიაში ჩაერთონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები