„ფემენის“აქტივისტები – „მულენ რუჟის“ სახურავზე სექს-ინდუსტრიის წინააღმდეგ (ვიდეო)

მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტმა ქალბატონებმა „მულენ რუჟს“ 125 წლის იუბილე მიულოცეს. 2-მა აქტივისტმა გოგონამ გერმანიიდან და უკრაინიდან კაბარეს შესასვლელთან ტრანსფარანტი წარწერით „წითელი – რევოლუციის ფერია“ ჩამოკიდეს.
რამდენიმე წუთის განმავლობაში გოგონები სკანდირებდნენ: „გასაყიდად არა! გასაყიდად არა!“ ამით „ფემენის“ აქტივისტებმა საკუთარი პროტესტი „მულენ რუჟის“ მოცეკვავეების ექსპლუატაციის და ზოგადად სექს-ინდუსტრიის წინააღმდეგ გამოხატეს.
ცნობისთვის, კაბარე „მულენ რუჟს“ ყოველწლიურად 600 000 მეტი ადამიანი სტუმრობს. სტუმრების ნახევარზე მეტი ტურისტია, ძირითადად ჩინეთიდან, რუსეთიდან და აშშ-დან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0gFRldTd5p8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები