თურქეთში ქურთების მოწყობილ აქციებზე 12 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

თურქეთში, ქურთების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, თურქეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებიც თურქეთს სირიის ქალაქ კობანში მოქმედი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტთა დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. თურქეთის ვიცე- პრემიერმა იალჩინ აქდოგანმა ტყუილი უწოდა ბრალდებას, რომ ქვეყანა არაფერს აკეთებს კობანის მკვიდრთათვის. მისი განცხადებით, “თურქეთი ყველაფერს აკეთებს, რისი გაკეთებაც შეიძლება“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FQ5pa27-ZFI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები