კარასინი – აბაშიძის შეხვედრა მომავლ კვირას გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგოლი კარასინის შეხვედრა მომავლ კვირას პრაღაში არის დაგეგმილი.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა კი ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იქნება. ასევე მხარეები ჰუმანიტარული და ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებსაც განიხილავენ.
„არის ერთი საკითხი რომელიც უნდა გავარკვიოთ ჩვენ, ეს არის ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების რეჟიმი და რა რეჟიმში გაგრძელდება ეს ურთიერთობები. მოგეხსენებათ ჩვენ ევროკავშირთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, ისე რომ რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა არ ყოფილა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები