მოხდება თუ არა დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირება, დღეს გახდება ცნობილი
დღეს გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირება. საკითხზე საბერძნეთის სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სასამართლო ბრალდების მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ახალაიას საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება.
ადვოკატის განცხადებით, ამის საფუძველს მათ დაცვის მხარის ხელთ არსებული მტკიცებულებები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია აძლევთ.
დაცვის მხარე, მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საბერძნეთის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.