აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი აპრილამდე გაგრძელდა
აზერბაიჯანის მთავრობამ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა სპეციალური საკარანტინო რეჟიმი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის 24 მარტიდან აქვს დაწესებული.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, კარანტინის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ხელი დღეს, 27 დეკემბერს მოაწერა.
შეზღუდვა ძალაში იქნება, სულ მცირე, 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე.
ცნობისთვის, შეზღუდვის ფარგლებში, ჩაკეტილი რჩება საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარიც.