აზერბაიჯანმა კადიროვის მითითებით შეთავაზებულ ჩეჩნეთის დახმარებაზე უარი განაცხადა

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ხელმძღვანელი რამზან კადიროვის მითითებით, მზად არის ფინანსური და სხვა სახის დახმარება გაუწიოს ბაქოდან გროზნოში მიმავალი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ყველა ოჯახს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დახმარებაზე უარი თქვა.

“აზერბაიჯანს არავითარი დახმარება არ სჭირდება. არც სახელმწიფო და არც მოქალაქეები არ მიიღებენ ასეთ დახმარებას. ჩვენ ვუწევთ და გავუწევთ საჭირო დახმარებას ჩვენს მოქალაქეებს. აზერბაიჯანი ფაქტის მიღებას, ბოდიშის მოხდას და შესაბამისი კომპენსაციის გადახდას ითხოვს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის ოფიციალური პირების თქმით, თვითმფრინავის პილოტებმა ავარიული დაშვებისთვის ნებართვა რუსეთის აეროპორტებში მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავი რუსეთის Pantsir-S -ის სისტემის რაკეტამ დააზიანა.

რუსული წყაროების ცნობით, იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანის ავიახაზების რეისი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გადიოდა, რუსული საჰაერო თავდაცვის ძალები აქტიურად ცდილობდნენ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები