აშშ-ში ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,- ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ავრცელებს.
გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ვირუსის პირველი მძიმე შემთხვევა, ლუიზიანას მაცხოვრებელში, რომელიც მძიმე რესპირატორული დაავადებით იტანჯებოდა. ლუიზიანაში პაციენტიდან სხვა ადამიანებზე გადაცემა არ გამოვლენილა.
CDC-ის ინფორმაციით, ვირუსით მძიმედ დაავადებული პაციენტის ნიმუშის ანალიზმა მუტაცია განიცადა, რომელიც ამავე პაციენტის საკუთრებაში არსებული დაავადებული ფრთოსნების ნიმუშებში მანამდე აღმოჩენილი არ ყოფილა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, მუტაცია, როგორც ვარაუდობენ, ეხმარება H5N1-ს ადაპტაციაში, რათა შეძლოს უჯრედულ რეცეპტორებთან შეკავშირება, რომლებიც გვხვდება ადამიანების ზედა სასუნთქ გზებში.
CDC-მა თქვა, რომ ამ ეტაპზე მუშაობს ლუიზიანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტთან, რათა გამოიმუშაოს ნიმუშების გენეტიკური თანმიმდევრობა, რომლებიც აღებულია პირის ინფექციის დროს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ დაინახონ, განვითარდა თუ არა დამატებითი მუტაციები.