ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულს ეროტიული ვიდეო გაუვრცელა, რის შემდეგაც გოგონამ თავი მოიკლა
აზერბაიჯანული გამოცემა „Oxu.Az“-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აბსურდული მიზეზების გამო ტრაგიკული ფაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა გოგონამ შეყვარებულს თავისი გადაღებული ეროტიული ვიდეო გაუგზავნა. რაღაც პერიოდის შემდეგ, გაბრაზებულმა შეყვარებულმა გოგონას ვიდეო ინტერნეტში გაუვრცელა. საუბარია „Allah səni öldürsün“-ის სახელწოდებით ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე. როგორც „Oxu.Az“ იუწყება, ფაქტით შერცხვენილმა გოგონამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.