იემენიდან ისრაელზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, იემენიდან გასროლილი რაკეტის გამო, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, თავშესაფრებში გადასულიყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ მოიგერიეს და განგაში ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის გამო, ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეაჩერა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის თქმით, თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე 18 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები