ვახტანგ ჩოჩია სამი ოპოზიციური პარტიის მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე: უხერხულ და დისონანსის პროცესში არიან შესულები

“ქართული ოცნების” წევრი ვახტანგ ჩოჩია ოთხიდან სამი ოპოზიციური პარტიის (“ნაცმოძრაობა”, “ლელო”, “საქართველოსთვის”) მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღებას აფასებს.

„ისინი აგრძელებენ იმ სიცრუის ნარატივს, რომლითაც ცდილობენ, რომ საზოგადოების მანიპულაცია მოეხდინათ. ისინი ამბობენ და აცხადებენ, რომ არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმაციას, თუმცა, აღიარებენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ლეგიტიმურობას, რომლებსაც თავად პარლამენტი ანიჭებს ამ ლეგიტიმურობას. შესაბამისად, უხერხულ და დისონანსის პროცესში არიან შესულები“, – განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები